IX კლასის წრის რეფლექსია


საწრეო მუშაობის რეფლექსია IX კლასი
საგანი მათემატიკა
 მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,იგი გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში,ასევე საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში.
     2019-1020 სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა მათემატიკის წრე „ მათემეტიკა და ყოველდღიურობა“სადაც მოსსწავლეებს  დამატებით ექნებოდათ შესაძლებლობა ემუშავათ საინტერესო საკითხებზე.
განვიხილეთ პრაქტიკული საქმიანობიდან ამოცანების ამოხსნა,მოსწავლეებმა შეისწავლეს რეალურ ვითარებაში ობიექტების ზომების და ობიექტთა შორის მანძილის დადგენა მიუწვდომელ წერტილამდე,ასევე შეისწავლეს ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლა რომელთა შორისაც რაიმე ობიექტი დგას.მოსწავლეებმა რეალურ ვითარებაში დაადგინეს ორ წერტილს შორის მანძილი რომელთა შორისაც სკოლა იდგა,
   ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
წრეზე ძირითადად განვიხილეთ ისეთი ამოცანები რომლის ელემენტების გამოთვლა არ შეგვეძლო ხელსაწყოების გარეშე.ამიტომ გამოვიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყოები.
   ასევე განვიხილეთ პრპორცია და პროცენტი  ვიმუშავეთ მარტივ და რთულად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთზე ,სხვადასხვაგვარ  ფასდაკლებაზე, სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა სახალისოდ, მოსწავლეებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში.წრეზე გადაწყვიტეს და ითხოვეს ბავშვებმა წავსულიყავით რომელიმე ბანკში რეალურად ენახათ სამუშაო პროცესი,მეორე დღეს ვესტუმრეთ ლიბერთი ბანკს,ბანკის მმართველმა ყურაღება გამოიჩინა, მოსწავლეების მიმართ დაათვალიერებინა სხვადასხვა განყოფილება,მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდათ თვითონ სცემდა პასუხებს.
   წრის წევრებმა გამოუშავეს კედლის გაზეთი „ ერთი დღე ლიბერთი ბანკში“ სადაც გამოხატავდნენ თავიანთ აზრებს ბანკში სტუმრობის შესახებ.
      წრის მუშაობა გრძელდება დეკემბრის ბოლომდე.
 წრის ხელმძღვანელი ლილი ზუმბაძე.

  

Comments

Popular posts from this blog

საწრეო მუშაობის გეგმა - IX კლასი

საწრეო მუშაობის გეგმა VI კლასი