VI კლასის წრის რეფლექსია
საწრეო მუშაობის რეფლექსია VI კლასში საგანი მათემატიკა: წრის ხელმძღვანელი: ლილი ზუმბაძე ყოველი პროფესია მათემატიკაზეა დაქვემდებარებული, არ არსებობს საქმიანობა, რომელიც მათემატიკას არ საჭიროებს 2019- 2020 სასწავლო წლის დასაწყისში VI კლასელებზე დაკვირვებით მივხვდი რომ მათთვის საჭირო იყო დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, მშობლებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა მათემატიკის წრე „ მე და მათემატიკა“ VI კლასის მოსწავლეებისათვის ,სადაც დამატებით ექნებოდათ შესაძლებლობა ემუშავათ. თითოეული წრის მეცადინეობის თემა გავწერეთ მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე საწრეო მუშაობის შექმნის შესახებ ვესაუბრე როგორც ბავშვებს ასევე მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა. მეცადინეობის ხანგრძლივობა (კვირაში ერთი დღე სამშაბათი გაკვეთილების შემდეგ 1 საათი) საწრეო მუშაობაში ჩაერთო 4 მოსწავლე შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, ...