VI კლასის წრის რეფლექსია
საწრეო მუშაობის რეფლექსია
VI
კლასში
საგანი მათემატიკა:
წრის ხელმძღვანელი:
ლილი ზუმბაძე
ყოველი პროფესია მათემატიკაზეა დაქვემდებარებული,
არ არსებობს საქმიანობა, რომელიც მათემატიკას არ საჭიროებს 2019- 2020 სასწავლო წლის
დასაწყისში VI კლასელებზე
დაკვირვებით მივხვდი რომ მათთვის საჭირო იყო დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, მშობლებისა
და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა მათემატიკის წრე
„ მე და მათემატიკა“ VI კლასის
მოსწავლეებისათვის ,სადაც დამატებით ექნებოდათ შესაძლებლობა ემუშავათ.
თითოეული
წრის მეცადინეობის თემა გავწერეთ მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე
საწრეო მუშაობის შექმნის შესახებ ვესაუბრე როგორც
ბავშვებს ასევე მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა. მეცადინეობის ხანგრძლივობა
(კვირაში ერთი დღე სამშაბათი გაკვეთილების შემდეგ 1 საათი) საწრეო მუშაობაში ჩაერთო
4 მოსწავლე
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო
გარემო ყოფილიყო მშვიდი,
კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი
მრავალფეროვანი და საინტერესო
აქტივობებით ყოფილიყო ყოველი
მეცადინეობა. გარდა გეგმით გათვალისწინებული საკითხებისა ვხსნიდით სახალისო ამოცანებს, რაც მოსწავლეებს დადებით განწყობას და ხალისს მატებდა.
მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურსს,
რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის.
ტესტირებით ვამოწმებდი მიღებულ
ცოდნას, რაც განსაკუთრებით მოსწონდა
ბავშვებს და ინტერესით ელოდნენ შედეგებს. ვმუშაობდით წყვილებში
და ასევე ინდივიდუალურად.
წრის მუშაობა
გრძელდება სემესტრის დასრულებამდე
მშობლების და ბავშვების სურვილია წრის მუშაობა
კიდევ გაგრძელდეს
ვეცდები ყველაფერი
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გავაკეთო.
Comments
Post a Comment